Baby Bag

ახალი პროექტი აბიტურიენტებისათვის

ახალი პროექტი აბიტურიენტებისათვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს.

18 აპრილიდან, ყოველ ხუთშაბათს, კვირაში ერთხელ ცენტრის Facebook-ის გვერდზე აბიტურიენტების დასმულ კითხვებს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები უპასუხებენ.

13:00 საათიდან 16:00 საათამდე ყველა აბიტურიენტს საშუალება ექნება უშუალოდ საგნობრივი ჯგუფის წევრისგან მიიღოს მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ცვლილება წელს ოთხ გამოცდას (ქართული ენა და ლიტერატურა, ლიტერატურა, გეოგრაფია, უცხოური ენა) შეეხო.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

შეიძლება დაინტერესდეთ

შემოდგომაზე ორგანიზებული გამოცდის მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელი ქულები

შემოდგომაზე ორგანიზებული გამოცდის მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელი ქულები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ, 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის მაქსიმალურ და მინიმალურ გამსვლელ ქულებს.

გამოცდის მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელ ქულები იხილეთ ბმულზე - 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის მაქსიმალურ და მინიმალურ გამსვლელ ქულებს.

წაიკითხეთ სრულად