Baby Bag

ახალი პროექტი აბიტურიენტებისათვის

ახალი პროექტი აბიტურიენტებისათვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს.

18 აპრილიდან, ყოველ ხუთშაბათს, კვირაში ერთხელ ცენტრის Facebook-ის გვერდზე აბიტურიენტების დასმულ კითხვებს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები უპასუხებენ.

13:00 საათიდან 16:00 საათამდე ყველა აბიტურიენტს საშუალება ექნება უშუალოდ საგნობრივი ჯგუფის წევრისგან მიიღოს მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ცვლილება წელს ოთხ გამოცდას (ქართული ენა და ლიტერატურა, ლიტერატურა, გეოგრაფია, უცხოური ენა) შეეხო.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში არ იქნება გაგრილების სისტემა...“

„მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში არ იქნება გაგრილების სისტემა...“

„​წელს გაგრილების სისტემა ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება, გარდა ერთისა,“ - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე, რათა აპლიკანტებმა შარშანდელთან შედარებით მაქსიმალურად კომფორტულად შეძლონ გამოცდების ჩაბარება:

„წელს გაგრილების სისტემა იქნება ყველგან. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე, რათა აპლიკანტები შარშანდელთან შედარებით გაცილებით უკეთეს პირობებში იყვნენ. გაგრილების სისტემა ერთადერთი ხულოს საგამოცდო ცენტრში არ იქნება, რადგან მხოლოდ დილის სესიაა და გვითხრეს, რომ ხულოში 9 საათზე ნამდვილად არ ცხელა ისე, რომ გაგრილება საჭირო იყოს.“

წაიკითხეთ სრულად