Baby Bag

მიხეილ ბატიაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს

მიხეილ ბატიაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს:

„ძვირფასო აბიტურიენტებო,

დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პერიოდი დაიწყო.

მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ მომავალში, თითოეული თქვენგანი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საზოგადოებაში, რადგან კარგად გესმით: ცოდნა და შემოქმედება, ყოველდღიური შრომა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა არის წინაპირობა თქვენი პირადი კეთილდღეობისა თუ ქვეყნის განვითარებისთვის.

გულითადად გისურვებთ წარმატებებს. იმედი მაქვს, ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელებთ იმ ცოდნის გაღრმავებას, რომელსაც სკოლებში დაეუფლეთ,“ - აღნიშნავს განათლების მინისტრი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაიცანით პატარა ვაჟკაცი, რომელიც პედაგოგების გამოცდაზე გამოსულ დედიკოს მოთმინებით ელოდა მანქანაში“

„გაიცანით პატარა ვაჟკაცი, რომელიც  პედაგოგების გამოცდაზე გამოსულ დედიკოს მოთმინებით ელოდა მანქანაში“

ქუთაისის N41 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში მასწავლებელი გამოცდის ჩასაბარებლად ახალშობილთან ერთად მივიდა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქუთაისის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი ეკატერინე როსტიაშვილი ავრცელებს.

„გაიცანით ეს პატარა ვაჟკაცი, რომელიც დღეს ქუთაისის N41 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში პედაგოგების გამოცდაზე გამოსულ დედიკოს მოთმინებით ელოდა მანქანაში. შემდეგ მოშივდა. ჩვენც შევიყვანეთ და ჩავახუტეთ დედიკოს. მიირთვა რძე და მოვიდა ხასიათზე. დედიკომ ტესტრიება გააგრძელა. პატარა გიორგი კი მამიკოს დავუბრუნეთ,“ - წერს ეკატერინე როსტიაშვილი.

წაიკითხეთ სრულად