Baby Bag

როდის გამოქვეყნდება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

როდის გამოქვეყნდება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ამ სავალდებულო საგნის გამოცდა დღეს და ხვალ ორ სესიად ჩატარადება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის დასრულების მომდევნო დღეს გამოქვეყნდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 41 000-მდე აბიტურიენტი. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში არ იქნება გაგრილების სისტემა...“

„მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში არ იქნება გაგრილების სისტემა...“

„​წელს გაგრილების სისტემა ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება, გარდა ერთისა,“ - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე, რათა აპლიკანტებმა შარშანდელთან შედარებით მაქსიმალურად კომფორტულად შეძლონ გამოცდების ჩაბარება:

„წელს გაგრილების სისტემა იქნება ყველგან. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე, რათა აპლიკანტები შარშანდელთან შედარებით გაცილებით უკეთეს პირობებში იყვნენ. გაგრილების სისტემა ერთადერთი ხულოს საგამოცდო ცენტრში არ იქნება, რადგან მხოლოდ დილის სესიაა და გვითხრეს, რომ ხულოში 9 საათზე ნამდვილად არ ცხელა ისე, რომ გაგრილება საჭირო იყოს.“

წაიკითხეთ სრულად