Baby Bag

როდის გამოქვეყნდება უცხოური ენების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

როდის გამოქვეყნდება უცხოური ენების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

უცხოური ენების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები 10 ივლისს დღის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება, - ამის შესახებ ​Moms.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ტესტების პასუხები და შეფასების სქემები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება. 

დღეს ისევ უცხოური ენის გამოცდა ტარდება და ამით სავალდებულო საგნების გამოცდები დასრულდება. არჩევითი საგნების გამოცდები 23 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 41 000-მდე აბიტურიენტი. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ გაიცემა გრანტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

როგორ გაიცემა გრანტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩატარდება. 

აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას ჩააბარებენ: ქართულ ენასა და ლიტერატურას; უცხოურ ენას, მესამე გამოცდა კი დამოკიდებულია პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას ჩააბარებენ, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო (პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე) სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო იქნება ოთხი გამოცდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეოთხე საგანი უმაღლესი სასწავლებლების მცირე ნაწილმა რამდენიმე პროგრამაზე აირჩია.

რაც შეეხება გრანტს, ცენტრის ცნობით, გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.

წაიკითხეთ სრულად