როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტების პირველადი შედეგები? - აღნიშნულ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს.
მათი თქმით, აბიტურიენტების პირველადი შედეგების გამოქვეყნება 1 აგვისტოდან ეტაპობრივად დაიწყება და აგვისტოს ბოლომდე ყველა გამოცდის შედეგი გახდება ცნობილი.
მათივე ცნობით, ეტაპობრივად გამოქვეყნდება სწორი პასუხებიც.
შედეგების გაგება შესაძლებელი იქნება როგორც ვებგვერდის, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 41 000-მდე აბიტურიენტი. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით.