Baby Bag

აბიტურიენტთა ცნობარში გარკვეული ცვლილებები შევიდა

აბიტურიენტთა ცნობარში გარკვეული ცვლილებები შევიდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ​გაცნობებთ, რომ აბიტურიენტთა ცნობარში გარკვეული ცვლილებები შევიდა. კერძოდ, აკადემიური პროგრამების ჩამონათვალს დაემატა სამი პროგრამა, ერთ პროგრამას კი შეეცვალა სახელწოდება (აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამა "სასურსათო ტექნოლოგია" ჩაანაცვლა პროგრამამ "საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა").

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, გაეცნონ აღნიშნულ ცვლილებას.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - მონაწილეთა საყურადღებოდ

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - მონაწილეთა საყურადღებოდ

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ ტესტირებაზე დარეგისტრირებული იმ პირებისათვის, რომელთაც შეეცვალათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, გახანგრძლივდა რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადები მიმდინარე წლის 22 ოქტომბრის 18:00 საათამდე, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, თუ ამ ვადაში აღნიშნული პირები არ გადაიხდიან დაწესებულ თანხას, მათი რეგისტრაცია გაუქმდება.

გადახდის შესაძლო საშუალებები:

  • ცენტრის ვებგვერდიდან იხ.ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
წაიკითხეთ სრულად