Baby Bag

სიახლე 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში

სიახლე 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ​2020 წელს უცხოური ენების ტესტებში იქნება 2 სახის სიახლე:

1) მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა, (სწორია/არასწორია) ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს 8 შეკითხვას.

2) მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12 საკითხიანი.

ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2სთ. და 30 წთ.) არ შეცვლილა.

ახალი ფორმატის ტესტის ნიმუშები:

ინგლისური ენა
გერმანული ენა
ფრანგული ენა
რუსული ენა

აუდიომასალა:

ინგლისური ენა
გერმანული ენა
ფრანგული ენა
რუსული ენა

შეიძლება დაინტერესდეთ

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, შესაძლოა, აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდებზე მუშაობა პირბადის გარეშე შეძლონ

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, შესაძლოა, აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდებზე მუშაობა პირბადის გარეშე შეძლონ

ჯანმრთელობის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ ,,დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ შესაძლოა, აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა პირბადის გარეშე შეძლონ. მისი ინფორმაციით, სამუშაო მაგიდებთან იქნება პლასტიკატის ბარიერები, რომელმაც, შეიძლება, უშუალოდ მუშაობის პროცესში პირბადე ჩაანაცვლოს.

,,მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი რეკომენდაცია გავიარეთ და შენიშვნებიც მივიღეთ. საზოგადოების მოლოდინი, გარკვეულწილად, არაერთგვაროვანი იყო. პირბადე არის ბარიერი იქ, სადაც სხვაგვარი ბარიერის შექმნა შეუძლებელია, ვგულისხმობ პლასტიკატის, გამჭვირვალე ბარიერს, რომელიც იცით, რომ მაღაზიაში ან ავტობუსის მძღოლების შემთხვევაში შევქმენით.

განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მაგიდების ადაპტირება გააკეთა და შექმნა ბარიერით აღჭურვილი მაგიდები. ამდენად, იქ სადაც უკვე უშუალოდ მუშაობას შეუდგება აბიტურიენტი და იქნება მის წინ ბარიერი, ახლა მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ამ შემთხვევაში რამდენად დასაშვები იქნება, რომ იმუშაოს პირბადის გარეშე. ამ დღეებში ჩვენ გვექნება დაზუსტებული პასუხი ამასთან მიმართებაში.

ვენტილატორებთან და კონდიცირებასთან დაკავშირებით, ასევე, ძალიან ბევრი დებატია და, ჯერჯერობით, კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ, რასაც ჩვენ ვაპირებთ გამოცდების პროცესში,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

წყარო: ​rustavi2

წაიკითხეთ სრულად