Baby Bag

„საატესტატო და ეროვნული გამოცდების რეფორმის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი“ - განათლების მინისტრი

„საატესტატო და ეროვნული გამოცდების რეფორმის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი“ - განათლების მინისტრი

„საატესტატო და ეროვნული გამოცდების რეფორმის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი“ - აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტროს უახლოეს პერიოდში ექნება კონკრეტული ხედვა, როგორც დამამთავრებელ კლასებზე, ასევე ეროვნულ გამოცდებზე, თუ რა ცვლილებები შეიძლება მოსწავლეებსა და აბიტურიენტებსშეეხოთ:

„რეფორმების პრეზენტაციის დროს გამოვაცხადეთ, რომ გვექნება კონკრეტული ნაბიჯები. ამჟამად მიმდინარეობს შეფასება სისტემის, რამდენად ადეკვატურია და რამდენად პასუხობს დღევანდელი სისტემა მოთხოვნებს. მუშაობა დაწყებულია, მიმდინარეობს შეფასებები და უახლოეს პერიოდში გვექნება კონკრეტული ხედვა, როგორც დამამთავრებელ კლასებზე, ასევე ეროვნულ გამოცდებზე. გპირდებით, რომ მომავალი წლიდან უკვე მზად ვიქნებით, წარმოვადგინოთ ჩვენი გეგმა, რომ რაც შეიძლება ადრე გაიგონ აბიტურიენტებმა და მშობლებმა, კონკრეტულად რა ცვლილებები იქნება. ეს ყველაფერი გათვლილი იქნება აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე და იმ ხარისხის ეფექტზე გათვლით, რომ რაც შეიძლება მეტი წარმატებული აბიტურიენტი მოხვდეს წარმატებულ უნივერსიტეტებში“, - დასძინა მინისტრმა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

​2021 წლის საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების განრიგი

​2021 წლის საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების განრიგი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ​2021 წლის საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების განრიგს აქვეყნებს.

14, 15 და 16 ივლისი
პროფესიული უნარები.
20 ივლისი
ფიზიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ქიმია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
ბიოლოგია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური).
21 ივლისი
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV).
ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
მათემატიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
გეოგრაფია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ისტორია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური).
22 ივლისი
მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
მუსიკა;
სამოქალაქო განათლება (საბაზო ან / და საშუალო საფეხური).
ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური).

​23 ივლისი
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებით, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
სპორტი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - წერითი ნაწილი.

​25 ივლისი

​ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი.
26 ივლისი

​ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი.

​27 ივლისი
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.

წაიკითხეთ სრულად