Baby Bag

„საატესტატო და ეროვნული გამოცდების რეფორმის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი“ - განათლების მინისტრი

„საატესტატო და ეროვნული გამოცდების რეფორმის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი“ - განათლების მინისტრი

„საატესტატო და ეროვნული გამოცდების რეფორმის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი“ - აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტროს უახლოეს პერიოდში ექნება კონკრეტული ხედვა, როგორც დამამთავრებელ კლასებზე, ასევე ეროვნულ გამოცდებზე, თუ რა ცვლილებები შეიძლება მოსწავლეებსა და აბიტურიენტებსშეეხოთ:

„რეფორმების პრეზენტაციის დროს გამოვაცხადეთ, რომ გვექნება კონკრეტული ნაბიჯები. ამჟამად მიმდინარეობს შეფასება სისტემის, რამდენად ადეკვატურია და რამდენად პასუხობს დღევანდელი სისტემა მოთხოვნებს. მუშაობა დაწყებულია, მიმდინარეობს შეფასებები და უახლოეს პერიოდში გვექნება კონკრეტული ხედვა, როგორც დამამთავრებელ კლასებზე, ასევე ეროვნულ გამოცდებზე. გპირდებით, რომ მომავალი წლიდან უკვე მზად ვიქნებით, წარმოვადგინოთ ჩვენი გეგმა, რომ რაც შეიძლება ადრე გაიგონ აბიტურიენტებმა და მშობლებმა, კონკრეტულად რა ცვლილებები იქნება. ეს ყველაფერი გათვლილი იქნება აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე და იმ ხარისხის ეფექტზე გათვლით, რომ რაც შეიძლება მეტი წარმატებული აბიტურიენტი მოხვდეს წარმატებულ უნივერსიტეტებში“, - დასძინა მინისტრმა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენს მასწავლებლებს რომ შევადაროთ, სრული კონტრასტია...“ - როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი?

როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი და ლიდერი? - აღნიშნულ თემაზე ქართველი ბიზნესკონსულტანტი, ადამიანების მენეჯმენტის ტრენერი, ჟურნალისტი, მარკეტოლოგი დათო გოგიჩაიშვილი საუბრობს. 

„ცხოვრებაში მასწავლებელი გვყოლია ბევრი - 80, 100, მაგრამ დასამახსოვრებელი იქიდან მყოლია ერთი, ორი, სამი, ალბათ?“ - აღნიშნავს დათო გოგიჩაიშვილი, რის შემდეგაც ებრაელი მასწავლებლის ისტორიას ჰყვება და მას თავის ინგლისურის მასწავლებელს ადარებს. 

წაიკითხეთ სრულად