მას შემდეგ, რაც საჯარო სკოლებში კორონავირუსთან დაკავშირებით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების გამო საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა, Momsedu.ge-ს არაერთი მასწავლებელი დაუკავშირდა კითხვით - არდადეგები მათაც ეხებათ თუ მხოლოდ მოსწავლეებს?
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურში განგვიმარტეს, სკოლებში არდადეგები ყველასთვის გამოცხადდა:
„როგორც მოგეხსენებათ, 29 თებერვალს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხული არდადეგები გახანგრძლივდა. სკოლებში არდადეგები ყველასთვის გამოცხადდა. თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, სკოლებში აუცილებელია იმყოფებოდენენ ის პირები, რომლებიც მეთვალყურეობას გაუწევენ სადეზინფექციო პროცესს.
გამომდინარე იქიდან, რომ დაწყებულია
პირველკლასელთა რეგისტრაცია, ასევე საჭიროებიდან გამომდინარე, აუცილებელია სკოლებში იმყოფებოდნენ მოსწავლეთა მშობლებთან საკონტაქტო პირები,“ - უთხრეს
Momsedu.ge-ს სამინისტროს
პრესსამსახურში.
წაიკითხეთ სრულად