ნაეკი გთავაზობთ ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ:
შეიძლება დაინტერესდეთ
„არ წამოეგოთ შეთავაზებას - გახდეთ სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე“ - განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს
ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პარალელურად, სოციალურ ქსელებში გახშირდა სარეკლამო განცხადებები, რომლის თანახმად, აბიტურიენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეუძლიათ. აღნიშნულს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეხმიანება.
მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აბიტურიენტებს მოუწოდებს არ წამოეგონ შეთავაზებას - გახდნენ სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია აბიტურიენტთა შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.