Baby Bag

„ყველა ტიპის ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება“ - Naec-ის დირექტორი

„ყველა ტიპის ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება“ - Naec-ის დირექტორი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის განცხადებით, ყველა ცვლილება, რომელიც საგამოცდო სისტემას შეეხება, აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება და გადაწყვეტილების მიღებისთანავე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.
„ჩვენი სამუშაო პროცესი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება, მათ შორის არის, არსებული სისტემის კვლევა და ანალიზი. პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, უმაღლესი სასწავლებლები - ყველა დაინტერესებული მხარე. არ მივიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა და სამწუხაროა, რომ ამ ფონზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება და არ მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ტიპის განცხადებები, საზოგადოების განგებ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ კონკრეტული სიახლის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად გავრცელდება ოფიციალური საშუალებებით. საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ტიპის ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ძირეული ცვლილებები არ იქნება. ცვლილება მხოლოდ ოთხი გამოცდის (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) ტესტის ფორმატს ​შეეხო. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება 2021 - დამხმარე კრებულები

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება 2021 - დამხმარე კრებულები
გთავაზობთ დამხმარე კრებულებს, რომლებშიც თავმოყრილია საგამოცდო პროგრამა, საკითხთა ჩამონათვალი, ტესტების ნიმუშები და შეფასების კრიტერიუმები.

ქართული ენა და ლიტერატურა

ქართული როგორც მეორე ენა

მათემატიკა

ისტორია

ბიოლოგია

ქიმია

ფიზიკა

გეოგრაფია

პროფესიული უნარები

სამოქალაქო განათლება

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ფიზიკური აღზრდა და სპორტი

ინგლისური ენა

ინგლისური ენა (აუდიო ფაილი)

ფრანგული ენა

ფრანგული ენა (აუდიო ფაილი)

გერმანული ენა

გერმანული ენა (აუდიო ფაილი)

რუსული ენა

რუსული ენა (აუდიო ფაილი)

მუსიკა

დაწყებითი საფეხური (I-IV კლასები)

დაწყებითი საფეხური (I-VI კლასები)

გთავაზობთ ასევე სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო ტესტის აღწერას.

როგორც ცნობილია, 2021 წლის ტესტები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. საგამოცდო დრო უმეტეს საგანში 5 საათის ნაცვლად, 4 საათი გახდა, რამაც გარკვეული დავალებების შემცირება გამოიწვია.


წაიკითხეთ სრულად