Baby Bag

განათლების სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს იწყებს

განათლების სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს „ვებსკოლას“ იწყებს. უწყების ცნობით, პროექტი აბიტურიენტებს მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და ახალი ცოდნის შეძენის შესაძლებლობას მისცემს.

„პროექტის ფარგლებში, პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ვებინარებს, რომლებიც პლატფორმა https://el.ge/-ზე აიტვირთება. ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს.

ახალი პროექტი აბიტურიენტებისთვის 4 მაისიდან იწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ვებინარებზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს 2 მაისიდან შეეძლება.

რეგისტრაციის მარტივი ფორმა ვებგვერდზე https://el.ge/, ვებინარების ბლოკში უკვე განთავსებულია. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ვებინარის აუდიო ჩანაწერი შეინახება და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

გარდა ამისა, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, ღიად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, შეკითხვები, სურვილები და შენიშვნები, რაც განიხილება და გათვალისწინებული იქნება შემდგომი ვებინარების დაგეგმვისას.

პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლებისა და „ტელესკოლის“ დანერგვის შემდეგ ახალი პროექტი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში გაუწევს დახმარებას.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდა დაევალა. სწორედ ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების მიმართულებით განხორციელებული პროექტები,“ - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვებინარები იხილეთ ბმულზე ➡ https://el.ge/webinars

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებაა
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებაა. შესაბამისი ბრ​ძანება, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა დ...

შეიძლება დაინტერესდეთ

უცხო ენის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

უცხო ენის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ 2020 წლის უცხო ენის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებს.

ცენტრის ინფორმაციით, ნაეკის მიერ ჩატარებულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად, ამ მასალების ცენტრის ნებართვის გარეშე გასაჯაროვება (დაბეჭდვა, ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში განთავსება დ ა.შ.) აკრძალულია.

    იხილეთ 2020 წლის ინგლისური ენის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები:
    ინგლისური ენა III ვარიანტი - მოსმენის დავალება
    ინგლისური ენა IV ვარიანტი - მოსმენის დავალება
    ინგლისური ენა V ვარიანტი - მოსმენის დავალება
    წაიკითხეთ სრულად