Baby Bag

განათლების სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს იწყებს

განათლების სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს „ვებსკოლას“ იწყებს. უწყების ცნობით, პროექტი აბიტურიენტებს მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და ახალი ცოდნის შეძენის შესაძლებლობას მისცემს.

„პროექტის ფარგლებში, პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ვებინარებს, რომლებიც პლატფორმა https://el.ge/-ზე აიტვირთება. ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს.

ახალი პროექტი აბიტურიენტებისთვის 4 მაისიდან იწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ვებინარებზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს 2 მაისიდან შეეძლება.

რეგისტრაციის მარტივი ფორმა ვებგვერდზე https://el.ge/, ვებინარების ბლოკში უკვე განთავსებულია. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ვებინარის აუდიო ჩანაწერი შეინახება და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

გარდა ამისა, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, ღიად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, შეკითხვები, სურვილები და შენიშვნები, რაც განიხილება და გათვალისწინებული იქნება შემდგომი ვებინარების დაგეგმვისას.

პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლებისა და „ტელესკოლის“ დანერგვის შემდეგ ახალი პროექტი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში გაუწევს დახმარებას.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდა დაევალა. სწორედ ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების მიმართულებით განხორციელებული პროექტები,“ - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვებინარები იხილეთ ბმულზე ➡ https://el.ge/webinars

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებაა
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებაა. შესაბამისი ბრ​ძანება, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა დ...

შეიძლება დაინტერესდეთ

​ტრენინგი, რომელიც 10 კრედიტს მოგაპოვებინებთ - ტრენინგები პრაქტიკოსი და მაძიებელი პედაგოგებისთვის!

​ტრენინგი, რომელიც 10 კრედიტს მოგაპოვებინებთ - ტრენინგები პრაქტიკოსი და მაძიებელი პედაგოგებისთვის!

ახლოვდება 2021 წლის პედაგოგთა სასერტიფიკაციო. ​პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი გთავაზობთ ტრენინგს, რომელიც გამოცდის ჩაბარების გარანტიას მოგცემთ!

პედაგოგთა სასერტიფიკაციო პროგრამა მოიცავს გამოცდის 10 ჩასაბარებლად საჭირო ყველა საკითხს. ინოვაციური სწავლების მეთოდი გაგიადვილებთ შესასწავლი მასალის აღქმა-გააზრებას!

პროგრამას გაუძღვება თსუ-ს სერტიფიცირებული ტრენერი, მეცნიერი - ​სოფო ბიბილაშვილი.  ტრენინგი აღიარებულია საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტად!

რეგისტრაცია მიმდინარეობს დაწყებით კომბინირებულ სრულ კურსზე (I-IV).

ტრენინგები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, თითო სემინარის ხანგრძლივობაა 2 საათი, ტრენინგები გაგრძელდება გამოცდებამდე.

ტრენინგის ღირებულებაა 90 ლარი (ერთი თვის).

მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე - https://fo​rms.gle/e2oaEA9JePS5zZVU8

რეგისტრაცია სრულდება 30 აპრილს 18:00 საათზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 592 477 277.

R. 
წაიკითხეთ სრულად