Baby Bag

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ცნობილია

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ცნობილია.

იხილეთ აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით: 

  • ისტორია - აირჩია 22 850-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • მათემატიკა - აირჩია 12 660-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ბიოლოგია - აირჩია 3250-მდე აბიტურიენტმა;
  • გეოგრაფია - აირჩია 1040-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ზოგადი უნარები- აირჩია 4500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ლიტერატურა - აირჩია 920-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • სამოქალაქო განათლება - აირჩია 430-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ქიმია - აირჩია 2340-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ფიზიკა - აირჩია 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ხელოვნება - აირჩია 50-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ მათ საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

დისტანცირება, თერმოსკრინინგი, ვენტილაცია - ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის რამ...
„განათლების სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ვმუშაობთ, ვამზადებთ იმ მოთხოვნებს, რაც უნდა დაკმაყოფილდეს ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის,“ - ამის შესახებ საქა...

შეიძლება დაინტერესდეთ

„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება, მანამდე გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისა და ბაღებისთვის“ - პაატა იმნაძე

„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება, მანამდე გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისა და ბაღებისთვის“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.

„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

წაიკითხეთ სრულად