Baby Bag

ვიდეო, რომლითაც განათლების სამინისტრო მეთორმეტეკლასელებს ბოლო ზარს ულოცავს

დღეს მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარ​ი უნდა დარეკილიყო, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული ეპიდსიტუციის გამო, აღნიშული არ ჩატარდა. 

ნახეთ ვიდეო, რომლითაც განათლების სამინისტრო მეთორმეტეკლასელებს ბოლო ზარს დისტანციურად ულოცავს. 

დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ბოლო ზარის პერანგი 2786 ლარი ღირს
​ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ ​„ეიფელის კოშკის“ ამოტრიალების შედეგ, ბოლო ზარის პერანგი შექმნა. პერანგის შეძენის მსურველებს მისი ​ყიდვა 790 გირქვანქა სტერლინგად შეეძლებ...
ყველაზე დასამახსოვრებელი წარწერები და ნახატები ბოლო ზარის მაისურზე - 10 ფოტო
დღეს საქართველოს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება. ზარი, რომელიც ყველაზე მეტად დასამახსოვრებელია და რომელიც ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას გულისხმობს.თეთრი მაისურები, წინსა...
ბოლო ზარის ყველაზე ძვირადღირებული პერანგი
რამდენს გადაიხდით ხელნაწერებიან პერანგში, რომელიც სკოლაში გატარებულ ბოლო დღეს მოგაგონებთ?ასეთი მაისურის შეძენა არც მეტი არც ნაკლები 790 გირქვანქა სტერლინგადაა შესაძლებელი. დიზაინი დემნა გვასალიას...
ქუთაისის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ბოლო ზარზე „ჟიგულით“ მივიდა
დღეს საქართველოს საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. თეთრ მაისურებში გამოწყობილმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა ეს დღე სხვადასხვაგავარად აღნიშნეს. ქუთაისის N1 საჯარ...
51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების კლიპი, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწალეების კლიპს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. კლიპში გამოყენებულია ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ქურდული“, „ობშიაკი“... სწორედ მსგავსი სიტყვების გამო აღმოჩნა კლიპი საზოგადოების ნაწი...
ქუთაისის N14 სკოლის მოსწავლეებმა ბანკეტი არ გადაიხადეს და ზესტაფონის ბავშვთა სახლს ესტუმრნ...
ქუთაისის N14 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა ბანკეტი არ გადახდეს და ბანკეტის ნაცვლად ზესტაფონის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ.ამის შესახებ სკოლის დირექტორი, ნონა ჩუბინიძე სოც...

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების მინისტრი სექტემბრიდან სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვას აანონსებს

განათლების მინისტრი სექტემბრიდან სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვას აანონსებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტ ენტონი სალსიტოსთან ვიდეოკონფერენცია გამართა და მასთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

„COVID-19-ის პანდემიის დროს შექმნილმა კრიზისმა დაგვანახა, რომ ურთიერთდახმარებასა და გამოცდილების გაზიარებას სერიოზული გამოწვევის დასაძლევად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ აპრობირებული და მარტივად გამოსაყენებელი პროგრამის – Microsoft Teams-ის საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვამ საქართველოს განათლების სისტემის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გამოცდილება, რომელიც კრიზისის დროს მივიღეთ, პოსტპანდემიურ პერიოდშიც გამოგვადგება. მჯერა, როდესაც სწავლების ტრადიციულ მეთოდებს დავუბრუნდებით, ახლადშექმნილი ვირტუალური ინფრასტრუქტურა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის შემადგენელ მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება,“ - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

შეხვედრაზე მხარეებმა Microsoft-ის გლობალურ ინიციატივებში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო როგორც განათლების, ასევე, კულტურისა და ელექტრონული სპორტის მიმართულებით ახალი პროგრამების დანერგვას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.

მიხეილ ჩხენკელმა Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტს სამინისტროს უახლოესი გეგმებიც გააცნო, კერძოდ, მინისტრი პროგრამა Microsoft TEAMS-ის ქართულ ენაზე თარგმნის საკითხს შეეხო და ამ საქმეში ენტონი სალსიტოს მხარდაჭერაც მიიღო.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყების გეგმაა სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში Microsoft-ის საგანმანათლებლო პროგრამის „Minecraft Education Edition“ დანერგვა. ეტაპობრივად კი პროგრამა საქართველოს ყველა სკოლას მოიცავს. თამაშით სწავლა – 21-ე საუკუნის პედაგოგიური მიდგომა – სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესოს გახდის. „Minecraft Education Edition“ პროგრამის მეშვეობით გაადვილდება საკლასო ოთახის მენეჯმენტი, ჯგუფური სამუშაოებისა და საშინაო დავალებების შესრულება კი მოსწავლეებისთვის უფრო მეტად სახალისო გახდება.

ვიდეოკონფერენციას Microsoft-ის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ: რეგიონული დირექტორი ანკე დე ოინენი, რეგიონის განათლების სექტორის მენეჯერი ალბენა სპასოვა, განათლების სექტორის დირექტორი ევროპის რეგიონში პეტრონელა გოელი და Microsoft Georgia-ს განათლების მიმართულების წარმომადგენელი დავით ჭიაბერაშვილი.

წაიკითხეთ სრულად