Baby Bag

ცვლილებები აბიტურიენტთა ცნობარში 8 ივნისის მონაცემებით

ცვლილებები აბიტურიენტთა ცნობარში 8 ივნისის მონაცემებით

აბიტურიენტთა ცნობარში მორიგი ცვლილებები შევიდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ცნობარს დაემატა ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ:

როგორც ცნობილია, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით ამ თვეში გაიმართება ​პრეზენტაცია. განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, გამოცდების დროს ზედმიწევნით კარგად იქნება დაცული ჯანდაცვის სფერო პროტოკოლები.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის გამოქვეყნდება უცხოური ენების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

როდის გამოქვეყნდება უცხოური ენების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

უცხოური ენების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები 10 ივლისს დღის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება, - ამის შესახებ ​Moms.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ტესტების პასუხები და შეფასების სქემები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება. 

დღეს ისევ უცხოური ენის გამოცდა ტარდება და ამით სავალდებულო საგნების გამოცდები დასრულდება. არჩევითი საგნების გამოცდები 23 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 41 000-მდე აბიტურიენტი. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

წაიკითხეთ სრულად