Baby Bag

დღეს გახდება ცნობილი, როდის და როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

დღეს გახდება ცნობილი, როდის და როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღებისა და წესის განსაზღვრის შესახებ დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციას გაუძღვებიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და მეცნიერების დარგში ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

პრესკონფერენცია, რომელზეც ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების დეტალები გახდება ცნობილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე დაიწყება.

შეიძლება დაინტერესდეთ

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 - ინფორმაცია აპელაციისათვის გადახდილი თანხების დაბრუნების თაობაზე

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 - ინფორმაცია აპელაციისათვის გადახდილი თანხების დაბრუნების თაობაზე

იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, განცხადების საფუძველზე აპელაციისათვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.

​ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასაჩივრებისათვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად შევსებული განცხადებები მიიღება 25 აგვისტოს 10:00 საათიდან 25 სექტემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად სპეციალური ​პროგრამის გამოყენებით.

​თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.

წაიკითხეთ სრულად