Baby Bag

ინფორმაცია 2020 წლის გამოცდებში მონაწილეებისათვის

ინფორმაცია 2020 წლის გამოცდებში მონაწილეებისათვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის გამოცდებში მონაწილეებისათვის ინფორმაციას აქვეყნებს. გთავაზობთ მათ განცხადებას:

„​გაცნობებთ, რომ იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც სკოლა 2011 წლამდე დაამთავრეს, გაიზარდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) წარდგენის ვადა 20 აგვისტოს ჩათვლით. ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა ცნობა მითითებულ ვადაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს.

გარდა ამისა, გახანგრძლივდა ატესტატის წარდგენის ვადა იმ პირთათვის, რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტი, ან რომლებსაც განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ დოკუმენტების ცნობის/აღიარების შემდეგ აბიტურიენტმა შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი 20 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინოს.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გაიარა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი 20 აგვისტოს ჩათვლით.
2020 წლის გამოცდების მონაწილეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №100) წარმოდგენის შესაძლებლობა 1-ლი ივლისის ჩათვლით ექნებათ,“ - წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როდიდან შეძლებენ აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას - Naec
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვას აბიტურიენტები პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან შეძლებენ, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.„ბარათის ამოსაბეჭდად&nbs...
ცვლილებები 2020 წლის აბიტურიენტთა ცნობარში 19 ივნისის მონაცემებით
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ:​ ცვლილებები აბიტურიენტთა ცნობარშიცნობარი აბიტურიენტებისათვის - 2020​​

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის დასრულდება სკოლებში 2020-2021 სასწავლო წელი? - სამინისტროს პასუხი

როდის დასრულდება სკოლებში 2020-2021 სასწავლო წელი? - სამინისტროს პასუხი
საჯარო სკოლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი სხვადასხვა დროს სრულდება. პანდემიის პირობებში შევიდა თუ არა ცვლილება სასწავლო წლის დასრულების თარიღებთან დაკავშირებით? - აღნიშნულ კითხვას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უპასუხეს. 

როგორც უწყებაში აღნიშნეს, პანდემიის პირობებში სწავლის დასრულებასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა: 

„არანაირი ცვლილება სწავლის დასრულების თარიღებთან დაკავშირებით არ არის. როგორც აქამდე, პირველკლასელები სწავლას მაისის თვეში, 27 მაისს დაასრულებენ, ხოლო სხვა კლასის მოსწავლეებისთვის 2020-2021 სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება,“ - აღნიშნეს სამინისტროში. 

წაიკითხეთ სრულად