„საქართველოს ისტორიაში პირველად მასწავლებლის პროფესიაში განხორციელდა რეფორმა, რომლის შედეგადაც მომსვლელიც კმაყოფილი იყო და წამსვლელიც“
როგორი იყო გასული 2019 წელი განათლების სისტემისთვის? - „ახალი განათლების“ აღნიშნულ კითხვასმასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ უპასუხა.
გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მასწავლებლის პროფესიაში განხორციელდა რეფორმა, რომლის შედეგადაც მომსვლელიც კმაყოფილი იყო და წამსვლელიც – პრაქტიკოსმა პენსიონერმა პედაგოგებმა ისარგებლეს დამსახურებული ჯილდოთი და ახალბედებს კი, პროფესიაში შესვლის საშუალება მიეცათ,“ - სწორედ ასეთი შეაფასა მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გასული 2019 წელი.