ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნაეკის მიერ ჩატარებულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით, შესაბამისად, ამ მასალების ცენტრის ნებართვის გარეშე გასაჯაროვება (დაბეჭდვა, ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში განთავსება დ ა.შ.) აკრძალულია.
შეიძლება დაინტერესდეთ
ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს.
გთავაზობთ სტატისტიკურ ანალიზს.
ცნობისთვის, დღეს ასევე გამოქვეყნდა
გათანაბრებული ქულების ცხრილი
შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).
აბიტურიენტებს ვთხოვთ გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 25 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.
წაიკითხეთ სრულად