აბიტურიენტთა ცნობარში მორიგი ცვლილებები შევიდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ცნობარს დაემატა ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ:
შეგახსენებთ, აბიტურიენტთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გახანგრძლივდა. გამოცდებზე დარეგისტრირებას აბიტურიენტები ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge30 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებენ.