შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს 16:00 საათიდან გამოქვეყნდება მათემატიკისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდების პირველადი შედეგები.
შეიძლება დაინტერესდეთ
ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი ქულა 20-მა აბიტურიენტმა მიიღო, მათემატიკაში კი - 12-მა
„სასიხარულოა, რომ 20-მა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 12-მა კი მათემატიკაში. ეტაპობრივად ქვეყნდება სხვა საგნების შედეგებიც. ვფიქრობთ, რომ პირველადი შედეგების გამოცხადება დასრულდება მომდევნო კვირის დასაწყისში და ჩვენ შევძლებთ სააპელაციო განაცხადების მიღებას. საპრეტენზიო განაცხადების შემოტანის შესაძლებლობა აბიტურიენტებს 4 დღის განმავლობაში ექნებათ. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო განაცხადების რაოდენობა იქნება წინა წლების მსგავსი, აგვისტოს დასასრულს უკვე შევძლებთ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას“ - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.