Baby Bag

​2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები თვის ბოლოს გამოქვეყნდება

​2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები თვის ბოლოს გამოქვეყნდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნებას. უკვე ცნობილია შედეგები მათემატიკაში, ხელოვნებაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 

ცენტრის ცნობით, სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge. გამოსაცდელებს საშუალება ექნებათ, გაასაჩივრონ, როგორც ცალკეული დავალება, ასევე მთლიანი ნაშრომი. გადაწყვეტილებას მიიღებს დამოუკიდებელი სააპელაციო კომისია.

რაც შეეხება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს, თვის ბოლოს გამოქვეყნდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით შეეძლებათ.

ცენტრის ცნობით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

2020 წლის საგამოცდო პროცესი 6 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდით დაიწყო და 4 აგვისტოს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდა. საქართველოს მასშტაბით გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბევ­რი 65 წლის მას­წავ­ლე­ბე­ლი აჯო­ბებს 25 წლის ახალ­გაზ­რ­დას, რო­მე­ლიც უკ­ვე „მო­ხუ­ცია პო­ფე­სი­ა­ში“ — არა აქვს ენერ­გია ან პრო­ფე­სი­უ­ლი თუ საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია“ - ბერიკა შუკაკიძე

„ბევ­რი 65 წლის მას­წავ­ლე­ბე­ლი აჯო­ბებს 25 წლის ახალ­გაზ­რ­დას, რო­მე­ლიც უკ­ვე „მო­ხუ­ცია პო­ფე­სი­ა­ში“ — არა აქვს ენერ­გია ან პრო­ფე­სი­უ­ლი თუ საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია“ - ბერიკა შუკაკიძე
„მას­წავ­ლებ­ლის პროფე­სი­ას, სხვა პრო­ფე­სი­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ცვლის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მა­ჩვე­ნე­ბე­ლი აქვს, ანუ მას­წავ­ლე­ბე­ლი იწყებს სამ­სა­ხურს და 80 წლის ასა­კამ­დე ას­წავ­ლის. რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ჯერ­და ეს პრო­ფე­სია და ახალ ადა­მი­ა­ნებს შეს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ მი­ე­ცათ. ბუ­ნებ­რი­ვია, რო­ცა პრო­ფე­სი­ა­ზე მოთხოვ­ნა აღარ არის, ახალ­გაზ­რ­და მო­წო­დე­ბი­თაც რომ იყოს პე­და­გო­გი, იმის გა­მო, რომ უახ­ლო­ე­სი ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დას­აქ­მე­ბის შან­სი არ აქვს, სხვა პრო­ფე­სი­ას ირ­ჩევს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ვკარ­გავთ პერ­ს­პექ­ტი­ულ ახალ­გ­აზ­რ­დებს და ვე­ღარ ხდე­ბა ახა­ლი სის­ხ­ლის შე­დი­ნე­ბა ამ პრო­ფე­სი­ა­ში. თუმ­ცა, აქ­ვე გეტყ­ვით, რომ ასა­კი ცუდ პე­და­გო­გო­ბას არ ნიშ­ნავს. რა­ტომ­ღაც ხალხს ჰგო­ნია, რად­გან ასა­კო­ვა­ნია, ცუ­დი პე­და­გო­გია. ბევ­რი 65 წლის მას­წავ­ლე­ბე­ლი აჯო­ბებს 25 წლის ახალ­გაზ­რ­დას, რო­მე­ლიც უკ­ვე „მო­ხუ­ცია პო­ფე­სი­ა­ში“ — არა აქვს ენერ­გია ან პრო­ფე­სი­უ­ლი თუ საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია. უბ­რა­ლოდ, 25 წლი­საა. ამი­ტომ მი­სი ასა­კი სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ კარ­გი პე­და­გო­გი იქ­ნე­ბა. და­მე­თან­ხ­მე­ბით, კარგ მას­წავ­ლე­ბელს არც ერთ ასაკ­ში არ უჭირს კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა. თუ ის 65 ან 67 წლის ასაკ­ში გა­დაწყ­ვეტს, რომ და­ი­ღა­ლა, მენ­ტო­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ, შე­ვიყ­ვა­ნოთ ხა­რის­ხის ჯგუფ­ში, რომ 25 წლის მას­წავ­ლე­ბელს მის­ცეს რჩე­ვე­ბი და ნა­ხე­ვა­რსა­ა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვა მივ­ცეთ, და­ნარ­ჩე­ნი და­ნა­მა­ტი ამ საქ­მი­ა­ნო­ბით შე­ვუვ­სოთ. ამით ახალგაზრდას მივ­ცეთ შან­სი, გახ­დეს კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი. სის­ტე­მაც ამო­ი­სუნ­თ­ქავს.“

ამის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ​„ახალ განათლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. 



წაიკითხეთ სრულად