Baby Bag

აბიტურიენტთა პირველადი შედეგები ისტორიასა და ქიმიაში გამოქვეყნდა

აბიტურიენტთა პირველადი შედეგები ისტორიასა და ქიმიაში გამოქვეყნდა

გრძელდება აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნების პროცესი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს პირველად შედეგებს ისტორიასა და ქიმიაში აქვეყნებს.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ.
აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმ საგანში, რომელშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის საკითხის გარკვევა ხდება სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (15.00 ქულაზე) მეტი.
ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 75. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვა ამ საგნისათვის განსაზღვული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (18.75 ქულაზე) მეტი.
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge.

შეიძლება დაინტერესდეთ

ცვლილებები 2020 წლის აბიტურიენტთა ცნობარში 28 ივლისის მონაცემებით

ცვლილებები 2020 წლის აბიტურიენტთა ცნობარში 28 ივლისის მონაცემებით

აბიტურიენტთა ცნობარში მორიგი ცვლილებები შევიდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ცნობარს დაემატა ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ:

წაიკითხეთ სრულად