შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს სთავაზობს დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა განახორციელონ ცვლილება სარეგისტრაციო გვერდზე საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში:
აყენებთ კურსორს იმ პროგრამაზე, რომლის წაშლაც გსურთ და ირჩევთ ღილაკს - წაშლა. შემდეგ კურსორს აყენებთ იმ პროგრამაზე, რომლის შემდეგაც გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, წერთ პროგრამის კოდს და იყენებთ ღილაკს - დამატება, ბოლოს - შენახვა.
თუ პირველ საფეხურზე გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, მაშინ კურსორს აყენებთ პირველ საფეხურზე, იყენებთ ღილაკს - დამატება და წერთ სასურველ პროგრამას, შემდეგ კვლავ დგებით პირველ პოზიციაზე, ირჩევთ ღილაკს - წაშლა და ავტომატურად მეორე საფეხურზე მდგარი პროგრამა ინაცვლებს სასურველ პირველ საფეხურზე.
არ დაგავიწყდეთ, ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემდეგ გამოიყენოთ ღილაკი - შენახვა. გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული ვადის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლით.