დღეს, 14:30 საათზე გამოქვეყნდება ინფორმაცია ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების თაობაზე - აღნიშნულ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
შეიძლება დაინტერესდეთ
გრანტის გამოთვლის პრინციპი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისა და აბიტურიენტის აბსოლუტური ქულის გამოთვლისთვის ყველა საგამოცდო საგანს აქვს თავისი წონა (ზოგადი უნარების გამოცდას - 1.5, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანს - 1).
„თითოეულ გამოცდაში მოპოვებული სკალ
- თუ აბიტურიენტი ჩააბარებს რამდენიმე არჩევით საგანს, ის სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს სავალდებულო საგნების გამოცდებისა და იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგად მიღებული აბსოლუტური ქულების საფუძველზე, რომლითაც ის მიიღებს სწავლის გაგრძელების უფლებას კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
- თუ აბიტურიენტი ჩააბარებს საგანმანათლებლო პროგრამაზე მოთხოვნილ ორ ან მეტ არჩევითი საგნის გამოცდას და გადალახავს კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს, ის დაფინანსების კონკურსში მონაწილეობას მიიღებს იმ არჩევითი საგნის გამოცდაში მოპოვებული ქულით, რომლითაც მეტ დაფინანსებას მოიპოვებს, მიუხედავად იმისა, რომელი გამოცდის შედეგით მოხდება ჩარიცხვა ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.