Baby Bag

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 - შედეგები (ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ)

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 - შედეგები (ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ)
იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მიიღოს ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ, უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.

სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე.

შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

იმ აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართონ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

ისტორიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ისტორიის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს

ცენტრის ინფორმაციით, ნაეკის მიერ ჩატარებულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად, ამ მასალების ცენტრის ნებართვის გარეშე გასაჯაროვება (დაბეჭდვა, ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში განთავსება დ ა.შ.) აკრძალულია.

იხილეთ 2020 წლის ისტორიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები:
წაიკითხეთ სრულად