Baby Bag

გასულ წლებში სკოლის გამოცდებში ჩაჭრილ მოსწავლეებს, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია შეეძლებათ

გასულ წლებში სკოლის გამოცდებში ჩაჭრილ მოსწავლეებს, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია შეეძლებათ

„​წლების განმავლობაში, იმ ადამიანებს, ვინც, სკოლის საატესტატო გამოცდების თუნდაც ერთ საგანში მაინც ჩაიჭრა, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო გეგმა დაძლიეს, ეროვნულ გამოცდებზე გასვლის საშუალება არ ჰქონდათ. წელს მათ ამის საშუალება ექნებათ,“ - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტი აბიტურიენტის დარეგისტრირებას ელოდებიან:

„ჩვენ ველოდებით, რომ წელს უფრო მეტი აბიტურიენტი გვეყოლება, ვიდრე წინა წელს. შარშან დაახლოებით 38 ათასი აბიტურიენტი გვყავდა. თუმცა წელს, იქიდან გამომდინარე, რომ გაუქმდა ე.წ. კატის გამოცდები, უფრო მეტ აბიტურიენტს ექნება გამოცდაზე გასვლის საშუალება, შესაბამისად, ველოდებით, რომ ნაკადი გაიზრდება. კონკრეტულ რაოდენობას ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, შანსი წელს უფრო მეტ ადამიანს აქვს. წლების განმავლობაში იმ ადამიანებს, ვინც, თუნდაც, ერთ საგანში ჩაიჭრა cat-ის გამოცდებში, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო გეგმა დაძლიეს, ეროვნულ გამოცდებზე გასვლის საშუალება არ ჰქონდათ. წელს მათ ამის საშუალება ექნებათ. თუ მოსწავლეს დაძლეული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმა და დადებითი შეფასება აქვს საგანში, ის უფლებამოსილია აიღოს ატესტატი. რეგისტრაციის მომენტში ატესტატის ქონა, რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, მაგრამ შემდეგ ჩარიცხვებისთვის აუცილებლად დასჭირდებათ. ასევე, მოვუწოდებ აბიტურიენტებს, რომ ბოლო დღემდე არ მიიყვანონ რეგისტრაციის პროცესი, რაიმე პრობლემა რომ არ წამოიჭრას“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

იხილეთ ასევე:


შეიძლება დაინტერესდეთ

2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება - განრიგი

2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება - განრიგი
2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება - განრიგი:

  • 10 ივლისი:

პროფესიული უნარები.


  • 11 ივლისი:

პროფესიული უნარები.


  • 12 ივლისი:

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);

ბუნებისმეტყველება (I-VI);
ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI);
მათემატიკა (I-VI).

  • 17 ივლისი:

მუსიკა;

ისტორია;
გეოგრაფია;
სამოქალაქო განათლება;
ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII).

  • 18 ივლისი:

ფიზიკა;

მათემატიკა (VII-XII);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
ქიმია;
სპორტი.

  • 19 ივლისი:

ბიოლოგია;

ინგლისური ენა - წერითი ნაწილი;
რუსული ენა - წერითი ნაწილი;
გერმანული ენა - წერითი ნაწილი;
ფრანგული ენა - წერითი ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა - წერითი ნაწილი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - წერითი ნაწილი.

  • 20 ივლისი:

ინგლისური ენა - პრაქტიკული ნაწილი;

რუსული ენა - პრაქტიკული ნაწილი;
გერმანული ენა - პრაქტიკული ნაწილი;
ფრანგული ენა - პრაქტიკული ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა - პრაქტიკული ნაწილი.

  • 21 ივლისი - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი.
წაიკითხეთ სრულად