Baby Bag

მათემატიკის გამოცდა - ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები

მათემატიკის გამოცდა - ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები

გრძელდება აბიტურიენტთა ნაშრომებისა და ქულების გამოქვეყნების პროცესი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მათემატიკის გამოცდის პირველად შედეგებს ასაჯაროვებს.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი აუცილებელია მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ.
მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 51. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი (10.20-ზე მეტი).
აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმ საგანში, რომელშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის საკითხის გარკვევა ხდება სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ეგებებიან ბათუმელი აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს

როგორ ეგებებიან ბათუმელი აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს

როგორ ეგებებიან ბათუმელი აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს. 

ნახეთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნინო სურმანიძის და მისი მოსწავლეების მიერ გამოცდების დაწყების წინ შესრულებული სიმღერა

წაიკითხეთ სრულად