Baby Bag

70-დან - 70, 80-დან - 80, 51-დან - 51 - აბიტურიენტები უმაღლესი შედეგებით და ემოციები

70-დან - 70, 80-დან - 80, 51-დან - 51 - აბიტურიენტები  უმაღლესი  შედეგებით  და ემოციები

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა შედეგების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო. პირველი შედეგი ქართული ენისა და ლიტერატურის საგანში დაიდო, 3 აგვისტოს ინგლისური ენის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა, დღეს კი - მათემატიკის.

​​MomsEdu.​ge რამდენიმე უმაღლესქულიან აბიტურიენტს ესაუბრა.

სალომე ჟოჟაძემ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში 70 ქულიდან 70 აიღო. როგორც მან გვითხრა, გამოცდა დაძლევადი იყო, მაგრამ ასეთი შედეგით ძალიან გახარებულია, მადლობელია ოჯახისა და სკოლის. სალომემ ქალაქ ბათუმის „მომავლის სკოლა“ დაამთავრა.
„ჩემი ოჯახის იმედები გავამართლე და ეს ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება. წლების შემდეგ საკუთარ თავს ვხედავ თეთრ ხალათში და ხალხის სამსახურში,“ - გვითხრა სალომემ.
ბათუმის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ნინო ტუღუშმა უმაღლესი ქულა ინგლისურ ენაში აიღო. იგი საკუთარ წარმატებას თავის მასწავლებელს, ნინო კვანტალიანს უკავშირებს,  რომელიც INT-ის სკოლაში ამზადებდა, ამასთან პირველად წვლილს მაინც სკოლის მასწვლებელს უკავშირებს. 
„ჩემი შედეგი დიდი შრომის დამსახურებაა. ტესტი რთული არ იყო და უმაღლესთან მიახლოებულ ქულას ველოდი. ბიზნეს ადმინისტრირებაზე ვაბარებ, საკუთარ თავს წლების შემდეგ წარმატებულ ადამიანად ვხედავ“.
მათემატიკაში უმაღლესი შედეგი აიღო ქალაქ თბილისის ილია ვუკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის კურსდამთავრებულმა დემეტრე გელაშვილმა, რომელიც თავის წარმატებას უკავშირებს მათემატიკის მასწავლებლებს ნონა ქუშაშვილს და კოტე კუპატაძეს. 

​„შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. 
გამოცდაზე მთავარია კონცენტრირება. აბიტურიენტებს ვურჩევს მეტი იშრომონ და ემოციები გვერდით გადადონ, რაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს“, - გვითხრა დემეტრემ.
აბიტურიენტები შედეგებს სხვა საგნებში ჯერ კიდევ ელიან. შეფასებისა და გამოცდების ერონული ცენტრი მათ ეტაპობრივად აქვეყნებს.

​ესაუბრა მელანო ებრალიძე

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგ​უფი“)