Baby Bag

გათანაბრებული ქულების ცხრილი

გათანაბრებული ქულების ცხრილი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გათანაბრებული ქულების ცხრილს აქვეყნებს.

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გათანაბრების ცხრილი გვიჩვენებს, რა ქულა შეესაბამება აპელაციებისა და გათანაბრების შემდეგ ტესტის თითოეულ საგანსა და ვარიანტში მიღებულ ნედლ ქულას.

აბიტურიენტს საკუთარი გათანაბრებული ქულის ნახვა მის პირად გვერდზეც შეუძლია.

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი

იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა
​გთავაზობთ ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგებს. აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც. შეგახსენებთ: იმ საგნებში, რომლებშიც ერთ...
ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს.გთავაზობთ სტატისტიკურ ანალიზს.ცნობისთვის, დღეს ასევე გამოქვეყნდა ერთია...

შეიძლება დაინტერესდეთ

ზოგადი უნარების გამოცდა არ უქმდება, სავალდებულოდან არჩევით სიაში გადადის - მარიამ ჯაში

ზოგადი უნარების გამოცდა არ უქმდება, სავალდებულოდან არჩევით სიაში გადადის - მარიამ ჯაში

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება კანონით სავალდებულო ხდება.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტს „ევროპულმა საქართველომ“ შესთავაზა. 

კანონპროქტის ინიციატორების თქმით, სწორედ ზოგადი უნარების გამოცდა უზრუნველყოფს სოციალურად განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტების გათანაბრებას, რადგანაც ზოგადი უნარების გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად აუცილებელია არა მხოლოდ კონკრეტული საკითხის ცოდნა, არამედ შესაბამისი უნარების ფლობა, რაც გულისხმობს როგორც წაკითხული ტექსტის გააზრებას, ისე კონკრეტული ლოგიკური ამოცანების ამოხსნის შესაძლებლობას.

„ევროპული საქართველოს“ არგუმენტები არ გაიზიარა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, ზოგადი უნარების გამოცდის სავალდებულოობა კანონში ვერ გაიწერება.

როგორც მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, არც ერთ ქვეყანაში, სადაც ზოგადი უნარების გამოცდა ტარდება, გამოცდა კანონის დონეზე არ არის განსაზღვრული.

„ინიციატივა შესაბამის არგუმენტაციას მოკლებულია. საქართველოში საკანონმდებლო დონეზე არც ერთი გამოცდა არ ყოფილა შეტანილი სავალდებულო ნუსხაში. არგუმენტი, რომ ზოგადი უნარების გამოცდა სოციალური უთანასწორობის თვალსაზრისით ყველაზე მართებულია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან აბიტურიენტების 3/4 გამოცდისთვის ემზადებოდა, რომლის პროგნოზი საკმაოდ დაბალია. გამოცდის გაუქმება არ ხდება, სავალდებულო სიიდან არჩევით სიაში გადადის, რაც ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება”, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.


წაიკითხეთ სრულად