Baby Bag

დღეს, 12:00 საათზე ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება

დღეს, 12:00 საათზე ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება

დღეს, 12:00 საათზე ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება. 

იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მიიღოს ინფორმაცია საბოლოო შედეგების თაობაზე, უნდა შევიდეს ვებგვერდზე: ​online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს საკუთარ შედეგს, ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე.


საბოლოო შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ - გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ცხრანიშნა ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.

შეიძლება დაინტერესდეთ

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ფიზიკის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ფიზიკის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ფიზიკის გამოცდებზე გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს.

ცენტრის ინფორმაციით, ნაეკის მიერ ჩატარებულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად, ამ მასალების ცენტრის ნებართვის გარეშე გასაჯაროვება (დაბეჭდვა, ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში განთავსება დ ა.შ.) აკრძალულია.

იხილეთ 2020 წლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ფიზიკის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები:
წაიკითხეთ სრულად