როგორ მივხდეთ ჩვილს საკვები ჰყოფნის თუ არა? - აღნიშულ თემაზე პედიატრმა ნანა რურუამ ისაუბრა.
„სულერთია ბავშვი ძუძუზეა თუ ხელოვნურ კვებაზე, ძუძუზე მით უფრო, არ არის აუცილებელი ბავშვის აწონვა, რომ გავიგოთ ჰყოფნის თუ არა საკვები. უნდა დააკვირდეთ რამდენჯერ უცვლით პამპერსს, ანუ რამდენს შარდავს და რამდენჯერ გადის კუჭში. თუ ბავშვი შარდავს და კუჭში გადის ადეკვატურად, ანუ დღეში 5-6 პამპერსს უცვლით მოსაშარდად, ეს ნიშნავს, რომ მას რძე ჰყოფნის. რას ეფუძნება ეს ლოგიკა? - ბავშვს აქვს თანდაყოლილი გადარჩენის უნარი. ჭამით აკეთებს რას? ძალიან ჭკვიანურად იქცევიან ჩვილები, ჯერ შეივსებს თავის მოთხოვნილებას და თუ რამე მორჩება, ამ შემთხვევაში მოშარდავს ან კუჭში გავა. ჩვილი ზედმეტს იშორებს მხოლოდ. პრაქტიკულად არ არსებობს, რომ მოშივდეს და ამ დროს მოშარდოს კარგად. ძალიან მარტივი ლოგიკაა, თუ ბავშვს დღეში 5-6 ჯერ ან 7-8 ჯერ უცვლით პამპერსს, ეს ნიშნავს, რომ მას საკვები ჰყოფნის.
ბავშვმა ყოველთვის იცის, როდის შია. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ბავშვებს ყოველთვის არ შიათ თანაბრად. ყოველდღე ერთნაირად არ შიათ. მათი ზრდის ტემპი განსხვავდება ყოველდღიურად, არსებობს ზრდის პიკი, თვეში, რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო სწრაფად იზრდება'' - აღნიშნულ თემაზე ნანა რურუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
„ეს არის ფარული დაავადება, ადამიანს ის ეპარება ეტაპობრივად... შენ ის გაქვს, მაგრამ ვერ გრძნობ, რომ გაწუხებს,“ - გიორგი ღოღობერიძე
ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ წონის მატების შემთხვევაში ადამიანებს სამი დაავადების გამორიცხვისა და სამი მნიშვნელოვანი კვლევის ჩატარებისკენ მოუწოდა:
„რომელი სამი დაავადება უნდა გამორიცხოთ თქვენ, როდესაც წონაში მოიმატებთ და რომელი სამი კვლევა უნდა ჩაიტაროთ, რათა სერიოზული არაფერი გაგეპაროთ. როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც თითქმის არაფერს მიირთმევთ, მაგრამ წონაში მაინც იმატებთ? ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამორიცხოთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება. ამისთვის ჩვენ უნდა მივმართოთ ექიმს და ჩავატაროთ ჰორმონების კვლევა. მეორე, რაც აუცილებლად უნდა გამორიცხოთ, როდესაც გაქვთ ჭარბი წონა, არის კუშინგის სინდრომი. ამ დროს ადამიანს მუცლის მიდამოში აქვს სიმსუქნე და ქვედა კიდურები გამხდარი აქვს. მესამე, რასაც გირჩევთ ქალბატონებს, არის საკვერცხეების პოლიკისტოზის შემოწმება.“
„რაც შეეხება სამ კვლევას, რომელიც უნდა გაიკეთოს ყველა ჭარბწონიანმა ადამიანმა, პირველ რიგში, ეს იქნებოდა გლუკოზის რაოდენობის განსაზღვრა. მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი ძალიან გავრცელებულია ჭარბწონიანებში. ეს არის ფარული დაავადება. ადამიანს ის ეპარება ეტაპობრივად. შენ ის გაქვს, მაგრამ ვერ გრძნობ, რომ გაწუხებს. არც კი გიეჭვია, რომ ჭარბწონიანობის ფონზე გქონდეს შაქრიანი დიაბეტი. თუ ჭარბი წონა გვაქვს, აუცილებლად ვსაზღვრავთ გლუკოზის რაოდენობას. კიდევ ერთი არის წნევის კონტროლი. ჭარბი წონის დროს ასევე ვამოწმებთ ქოლესტეროლის რაოდენობას სისხლში,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.