როგორ მივხდეთ ჩვილს საკვები ჰყოფნის თუ არა? - აღნიშულ თემაზე პედიატრმა ნანა რურუამ ისაუბრა.
„სულერთია ბავშვი ძუძუზეა თუ ხელოვნურ კვებაზე, ძუძუზე მით უფრო, არ არის აუცილებელი ბავშვის აწონვა, რომ გავიგოთ ჰყოფნის თუ არა საკვები. უნდა დააკვირდეთ რამდენჯერ უცვლით პამპერსს, ანუ რამდენს შარდავს და რამდენჯერ გადის კუჭში. თუ ბავშვი შარდავს და კუჭში გადის ადეკვატურად, ანუ დღეში 5-6 პამპერსს უცვლით მოსაშარდად, ეს ნიშნავს, რომ მას რძე ჰყოფნის. რას ეფუძნება ეს ლოგიკა? - ბავშვს აქვს თანდაყოლილი გადარჩენის უნარი. ჭამით აკეთებს რას? ძალიან ჭკვიანურად იქცევიან ჩვილები, ჯერ შეივსებს თავის მოთხოვნილებას და თუ რამე მორჩება, ამ შემთხვევაში მოშარდავს ან კუჭში გავა. ჩვილი ზედმეტს იშორებს მხოლოდ. პრაქტიკულად არ არსებობს, რომ მოშივდეს და ამ დროს მოშარდოს კარგად. ძალიან მარტივი ლოგიკაა, თუ ბავშვს დღეში 5-6 ჯერ ან 7-8 ჯერ უცვლით პამპერსს, ეს ნიშნავს, რომ მას საკვები ჰყოფნის.
ბავშვმა ყოველთვის იცის, როდის შია. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ბავშვებს ყოველთვის არ შიათ თანაბრად. ყოველდღე ერთნაირად არ შიათ. მათი ზრდის ტემპი განსხვავდება ყოველდღიურად, არსებობს ზრდის პიკი, თვეში, რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო სწრაფად იზრდება'' - აღნიშნულ თემაზე ნანა რურუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
,,პურით, კარტოფილით და მაკარონით კუჭის ამოვსება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ორგანიზმმა მისთვის საჭირო ძირითადი ინგრედიენტები, ვიტამინები და მიკროელემენტები მიიღო''
,,შიმშილობენ ბავშვებიც და მოზრდილებიც!!!ნამდვილად შიმშილობენ!!! პურით,კარტოფილით და მაკარონით კუჭის ამოვსება სულაც არ ნიშნავს იმას,რომ ბავშვის ორგანიზმმა მისთვის საჭირო ძირითადი ინგრედიენტები,ვიტამინები და მიკროელემენტები მიიღო... ასეთი ბავშვი კახექსიურად კი არ გამოიყურება, პირიქით,ზედმეტი წონა აქვს! დროთა განმავლობაში მას უამრავი პრობლემები გამოუვლინდება ნერვული,ენდოკრინული,იმუნური,სისხლის სისტემის მხრივ...ჯანმრთელ მომავალს სწორი, ბალანსირებული კვება ჭირდება! ამის შესაძლებლობა ყველა ოჯახს უნდა ქონდეს და არა ერთეულებს!!!''
აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი აქვეყნებს.