Baby Bag

ამ შეცდომამ შეიძლება, სრულიად ჯანმრთელ ბავშვს სიბრმავე, სიყრუე, ქცევითი და დასწავლის პრობლემები განუვითაროს

რატომ არ შეიძლება ბავშვის შენჯღრევა და რა საფრთხეებს შეიცავს იგი - აღნიშნულ თემაზე ექთანი თამარ დაუსი საუბრობს. 

ნახეთ ვიდეო ☝️ და არ დაგავიწყდეთ!!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ბავშვის შენჯღრევის სინდრომი - რატომ არის ის საშიში?
​ბავშვის შენჯღრევის სინდრომი - რატომ არის ის საშიში? - ამ თემაზე გთავაზობთ პედიატრ თამარ ობგაიძის ​ბლოგს.„1946 წელს ამერიკელმა ბავშვთა რადიოლოგმა John Caffey-მ აღწერა რადიოლოგიური სურათი შემ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„არავითარ შემთხვევაში არ ველაპარაკოთ ბავშვს ენის მოჩლექით,“ - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვებში მეტყველების შეფერხებისა და ენაბორძიკობის პრევენციისთვის მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„აუცილებელია ბავშვთან ასაკის შესაბამისი აქტივობები, ასაკის შესაბამისი მეტყველების გამომუშავება. ჩვენ არ უნდა ვესაუბროთ რთული წინადადებებით ბავშვს, რომელიც არის ორი წლის. არავითარ შემთხვევაში არ ველაპარაკოთ ბავშვს ენის მოჩლექით. უბრალოდ ვსაუბრობთ სწორად, გამართულად, მშვიდ ტონალობაში, აუცილებლად ნელა, გარკვევით, არააგრესიულად. ვცდილობთ, რომ ბავშვმა სწორად გადმოსცეს თავისი აზრი.

ენაბორძიკობის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების და გარშემომყოფების რეაქციას. როდესაც ბავშვი, რომელსაც აქვს ენაბორძიკობა, იწყებს საუბარს და მშობელი ამ დროს ან დაძაბული უყურებს, ან არ აცდის საუბრის დასრულებას, ბავშვი ამ დროს უფრო მეტად იძაბება და ეს კიდევ უფრო მეტად იწვევს ენაბორძიკობას. ბავშვი უფრო სტრესში ვარდება.

 ძირითადად ხდება ფსიქოლოგების ჩართვა, თუ ეს არის განსაკუთრებით სტრესულ ფონზე განვითარებული, შეიძლება ჩავრთოთ ლოგოპედი, მეტყველების თერაპევტი. თუ არის ნეიროგენული მიზეზით განპირობებული, ამ შემთხვევაში საჭირო ხდება მედიკამენტოზური თერაპია შესაბამისი დანიშნულებით. გააჩნია დიაგნოზს, რა მიზეზის გამო განვითარდა ენაბორძიკობა.

ექვსი თვის ბავშვი, რომელიც იწყებს მარცვლების წარმოთქმას და თუნდაც გაუაზრებლად, მაგრამ ამბობს ორმარცვლიან სიტყვებს, წყვეტილად, მაგრამ ერთი და იგივე მარცვლების გამეორებით, ეს, რა თქმა უნდა, არ ჩაითვლება ენაბორძიკობად. ენაბორძიკობა ითვლება უკვე იმ ასაკიდან, როდესაც ბავშვი იწყებს უკვე მეტყველებას და ამ მეტყველების დინამიკურობა ირღვევა. ბავშვი ვეღარ ალაგებს წინადადებას, იწყებს ერთი და იგივე სიტყვის ან მარცვლის გამეორებას, ან აკეთებს პაუზებს მარცვლებს ან სიტყვებს შორის,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“ 

წაიკითხეთ სრულად