Baby Bag

,,ლაქტაციის დროს დედის კვების რაციონს არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭება'' - კოლიკის გამომწვევ მიზეზებზე პედიატრი საუბრობს

,,ლაქტაციის დროს დედის კვების რაციონს არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭება'' - კოლიკის გამომწვევ მიზეზებზე პედიატრი საუბრობს

რა იწვევს მუცლის ტკივილს ახალშობილებში, რითი შეიძლება ავარიდოთ მათ კოლიკა და ახდენს თუ არა ზეგავლენას დედის კვების რაციონი აღნიშულზე? - ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი თათია სხირტლაძე.

- მუცლის ტკივილი ახალშობილებში გავრცელებული პრობლემაა. რა არის ამის გამომწვევი მიზეზები?

- კოლიკის მიზეზი სრულად შესწავლილი არ არის, ეს არის ტირილის შეტევა, რომელიც ძირითადად იწყება ახალშობილის დაბადებიდან 3 კვირაზე და გრძელდება 3-4 თვემდე, რის გამოც „სამთვიან კოლიკასაც“ უწოდებენ.

ძალიან ხშირად კოლიკის შეტევა დაკავშირებულია საჭმლის მომნელებელ სისტემასთან, რაც განპირობებულია ჩვილებში კუჭ-ნაწლავის უმწიფრობით. საკვების გადაჭარბებული მიღების, ძუძუს სწრაფად გამოწოვის ან არასწორად შერჩეული საწოვარით ხდება- აეროფაგია- ჰაერის გადაყლაპვა და შესაბამისად ნაწლავის გადაბერვა, სპაზმი. თუმცა კოლიკის შეტევის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ჩვილის უმწიფარი ნერვული სისტემა, ძუძუთი კვების დროს დედის მიერ მირთმეული პროდუქტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ზოგიერთი საკვები პროდუქტის აუტანლობა (მაგ. ლაქტოზის აუტანლობა ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვისთვის), სიგარეტის გამონაბოლქვი ჩვილის ადგილსამყოფელში და არაჯანსაღი, სტრესული სიტუაცია ოჯახში, დედის დაძაბულობა.

- ხშირად, მშობლები ძუძუთი კვების არასწორ ტექნიკას იყენებენ. როგორი უნდა იყოს ბავშვის მდგომარეობა ჭამის დროს და განაპირობებს თუ არა ეს მუცლის ტკივილს?

- ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი სწორად იდებდეს ძუძუსთავს პირში, რათა ზედმეტი ჰაერი არ გადაყლაპოს, პირველ რიგში დედა უნდა მოთავსდეს მოხერხებულად და ბავშვი მთელი სხეულით უნდა იყოს მიბრუნებული დედისკენ, ძუძუსთავი მოთავსდეს ჩვილის ფართოდ გაღებულ პირში, ისე რომ ტუჩის ლორწოვანი მოჩანდეს და სრულად ფარავდეს ძუძუსთავის არეალს.

- არის თუ არა რაიმე მეთოდი, რითაც ავარიდებთ ბავშვს მუცლის ტკივილს?

- პრევენციული ზომები, რითაც თავს ავარიდებთ კოლიკის შეტევას, ძირითადად დაკავშირებულია კვების პროცესთან. ძუძუთი კვების დროს - წოვის სწორი ტექნიკა, რომ ნაკლები ჰაერი გადაყლაპოს პატარამ, ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებში არ შეცვალოთ საკვები თქვენი ინიციატივით, მნიშნელოვანია, ანტიკოლიკური ბოთლის შერჩევა, სადაც მცირდება კვების დროს ჰაერის გადაყლაპვა, შეარჩიოთ სწორი რძის ნაკადი (არც ძალიან სწრაფი, არც ძალიან ნელი, უმჯობესია იყოს ძუძუს დრვილიდან რძის ნაკადის მსგავსი), დაეხმარეთ კვების დროს და ასევე დასრულების შემდგომ, ვერტიკალური პოზის მიღებით მოახდინოს დაბოყინება.

რადგან კოლიკა ზოგიერთი ჩვილის ცხოვრების ნორმალური ნაწილია და არ არის საზიანო, ჩვეულებრივ რეკომენდირებული არ არის მედიკამენტების მიღება, საკმარისია დაიცვათ პრევენციული ზომები და ტკივილის დროს გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები: გაუკეთეთ მუცლის მსუბუქი მასაჟი, ფეხების პედალისებური მოძრაობა, ჩასვით თბილ აბაზანაში, მიიკარით მჭიდროდ მუცელზე- ეს დაცულობის შეგრძნებას უჩენს, ხელს უწყობს მათ მოდუნებას, რასაც ტკივილის შემსუბუქებამდე მივყავართ.

- იწვევს თუ არა ბუნებრივი კვების დროს, დედის მიერ მიღებული საკვები პატარას მუცლის ტკივილს?

- თანამედროვე კვლევებით და რეკომენდაციებით ბუნებრივი კვების დროს დედის კვების რაციონს არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭება. მნიშვნელოვანია, დედას ჰქონდეს ჯანსაღი, დაბალანსირებული კვება და მასში არ უნდა შედიოდეს ალერგიული საკვები და ალკოჰოლი. დაკვირვების პრინციპით თქვით უარი იმ პროდუქტზე, რომელიც უმწვავებს კოლიკას თქვენს პატარას.

- ბუნებრივი კვების დროს უფრო ხშირია მუცლის ტკივილები, თუ ხელოვნური კვებისას?

- კოლიკა ვლინდება, როგორც ბუნებრივ, ასევე ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებში, პრაქტიკულად ერთნაირი სიხშირით. ბავშვის კვების ტიპი არ ახდენს გავლენას მის გავრცელებაზე, თუმცა ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს, ძირითადად მასში შემავალი ძროხის რძის კომპონენტის გადამუშავება უჭირთ, რის გამოც პედიატრის მიერ ყურადღებით უნდა შეირჩეს ადაპტირებული რძის ფორმულა. 

ესაუბრა მარიამ ჩოქური 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ​ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

რაზე უნდა გაამახვილოთ განსაკუთრებული ყურადღება, თუ ჩვილისთვის მედიკამენტს ყიდულობთ

რაზე უნდა გაამახვილოთ განსაკუთრებული ყურადღება, თუ ჩვილისთვის მედიკამენტს ყიდულობთ
ბავშვის, განსაკუთრებით კი ჩვილის, ორგანიზმი მედიკამენტებისადმი მეტისმეტად მგრძნობიარეა. როდესაც 6 თვემდე ასაკის პატარისთვის სამკურნალო საშუალების შეძენა გსურთ, მთავარი კითხვა, რაც უნდა დასვათ, არის - რამდენად უსაფრთხოა აღნიშნული მედიკამენტი? 

სანამ სამკურნალო საშუალებას შეიძენთ, დეტალურად გაეცანით წამლის ანოტაციას, რადგან მედიკამენტების წარმოებისას მათი ხანგრძლივად შენახვისა და შენარჩუნების მიზნით ტექნოლოგები ხშირად იყენებენ სპეციალურ ფორმაწარმომქმნელ/შემავსებელ ნივთიერებებს, როგორებიცაა - ქიმიური წარმოშობის არანატურალური დანამატები, ანუ კონსერვანტები, ქიმიური რეაქციებით მიღებულ სინთეზური საღებავები, შაქარი, დამატკბობლები და ალკოჰოლი. აღნიშნული ნივთიერებების მოხმარება პატარებისთვის საფრთხის შემცველია და უამრავი გვერდითი ეფექტის გამომწვევ მიზეზადაც შეიძლება იქცეს. 

კვლევებით დგინდება, რომ პატარა პაციენტებში საღებავები ხშირად ჰიპერმგრძნობელობას ან სხვა სახის უარყოფით რეაქციებს იწვევს. ჩვილები ნებისმიერი დოზის ალკოჰოლის მიღებისგანაც უნდა დავიცვათ, რადგან მისი მიღების შედეგად პატარებს ეცვლებათ ქცევა, ვერ ახერხებენ კონცენტრაციას, სწრაფად იღლებიან, აწუხებთ თავბრუსხვევა. რაც შეეხება დამატკბობლებს, ისინი ჩვილებში დიარეისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა პრობლემის გამომწვევად გვევლინება. 6 თვემდე ბავშვის ორგანიზმი ჩამოყალიბების პროცესშია. სწორედ ამ ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა შვილის ჯანმრთელობისთვის სწორი საძირკვლის ჩაყრა, რათა პატარას ძლიერი ორგანიზმი ჰქონდეს. 

როგორც ცნობილია, ჩვილისთვის მთავარი პრობლემაა ნაწლავების შებერილობა, ნაწლავური სპაზმი, კოლიკა. ასევე 6 თვემდე პატარებს საკვების მონელების გაძნელება, ხშირი ამოქაფება და ღებინება, შემაწუხებელი სლოკინი/ბოყინი, ძილის დარღვევა და მოუსვენრობა აწუხებთ. სწორედ ამ ჩვენებების შესამსუბუქებლად ყიდულობენ მშობლები სხვადასხვა სახის მედიკამენტებს. 

წლების განმავლობაში საქართველოს ბაზარზე არსებულ უამრავ საშუალებათა შორის 100%-ით ნატურალური, 100%-ით უსაფრთხო და 100%-ით ეფექტიანი საშუალების მკვეთრი დეფიციტი იყო. დღეს კი არსებობს ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარების უებარი საშუალება - ბავშვების ჯანმრთელობისა და მშობლების მშვიდი ძილის გარანტი, 100%-ით მცენარეული საკვები დანამატი - „ბეიბიქალმის წვეთები“, რომელიც არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს, საღებავებს, შაქარს, დამატკბობლებს, ალკოჰოლს. 

 

„ბეიბიქალმი“ 30 წელია, უზრუნველყოფს მილიონობით ჩვილის მშვიდ ძილს. მისი გამოყენება მარტივია: ბოთლი უნდა შეივსოს ანადუღარი, გაგრილებული წყლით ეტიკეტის ზედა საზღვრამდე (თეთრი ისარი); თავისივე პიპეტით ჩააწვეთოთ ბავშვს პირში 10 წვეთი ყოველი ჭამის წინ ან კვებასა და კვებას შორის - ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით (არ გამოიყენოთ კოვზი, რომ არ გადასცდეს პატარას). დღე-ღამის განმავლობაში გამოყენების ჯერადობა შეზღუდული არ არის (ყოველი გამოყენების წინ საჭიროა ბოთლის შენჯღრევა; გამოიყენება გახსნიდან 8 კვირის განმავლობაში).

გარდა ამისა:

  • პრეპარატს აქვს სასიამოვნო გემო;
  • მოქმედებს მომენტალურად;
  • არ აქვს გვერდითი მოვლენები;
  • არ იწვევს შეჩვევას;
  • არ შედის ურთიერთქმედებაში სხვა პრეპარატებთან, რის გამოც მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ფარმ-პროდუქტთან ერთად;
  • გამოყენების ჯერადობა შეუზღუდავია, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება გამოიყენოთ დღეში იმდენჯერ, რამდენჯერაც ბავშვს კოლიკა შეაწუხებს.

R

წაიკითხეთ სრულად