Baby Bag

,,როდესაც დედა შვილს ძუძუთი კვებას, თავს 3 ვერაგი სიმსივნისგან იცავს'' - გიორგი ღოღობერიძე ძუძუთი კვების შესახებ

,,როდესაც დედა შვილს ძუძუთი კვებას, თავს 3 ვერაგი სიმსივნისგან იცავს'' - გიორგი ღოღობერიძე ძუძუთი კვების შესახებ

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე ძუძუთი კვების შესახებ საუბრობს. 

მისი თქმით, ლაქტაციის დროს დედა შვილს გადასცემს ანტისხეულებს, იცავს კუჭ-ნაწლავისა და სასუნთქ სისტემებს. დედა ძუძუთი კვების დროს ჩვილს იცავს არა მარტო ინფექციებისგან, არამედ ალერგიული და ასევე ავტოიმუნური დაავადებებისგანაც და ა.შ.

როგორც ჩვილს, ასევე დედასაც ძუძუთი კვების დროს უამრავი სარგებელი აქვს.  სწორედ ამ თემას განიხილავს გიორგი ღოღობერიძე ვიდეოში და აღნიშნავს, რომ როდესაც დედა შვილს ძუძუთი კვებას, თავს 3 ვერაგი სიმსივნისგან იცავს:

,,პირველი ეს არის სარძევე ჯირკვლის კიბო, მეორე არის საშვილოსნოს და მესამე - საკვერცხის სიმსივნეები,'' - დასძენს ექიმი რეზიდენტი. 

იხილეთ ვიდეო ☝️

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

​ძუძუთი კვების უპირატესობები

​ძუძუთი კვების უპირატესობები

დღეს ოთხშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას წარმოგიდგენთ - ლაქტაცია. ამჯერად ლაქტაციის კონსულტანტი თამუნა ლობჟანიძე ძუძუთი კვების უპირატესობებზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

ძუძუთი კვება არის შეუცვლელი და საუკეთესო ახალშობილისთვის. დედის რძეს აქვს უამრავი უპირატესობა.

ჯანმოს რეკომენდაციის მიხედვით, ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 6 თვე. დედის რძე არა მარტო კვებაა ბავშვისთვის, ის ასევე იცავს მას ინფექციებისგან და დაავადებებისგან. დედის რძე შეიცავს უამრავ ცოცხალ ბაქტერიას, ანტისხეულს, ჰორმონს და ასევე ფერმენტს - რაც იმას ნიშნავს, რომ დედის რძე მონელებაშიც კი ეხმარება ახალშობილს. თუ დედა დაავადებულია, მისი ორგანიზმი გამოყოფს ანტისხეულებს, რაც ძუძუთი კვების დროს გადადის ახალშობილთან და იცავს მას ამ დაავადებისგან.

სტატისტიკურად ბავშვებს, რომლებიც იმყოფებიან ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე 6 თვის განმავლობაში, უფრო ნაკლები რისკი აქვთ კუჭ-ნაწლავის ინფექციების, გრიპის და სასუნთქი გზების ინფექციების. ასევე ძუძუთი კვება კარგია, როდესაც ბავშვს აქვს სტრესული პერიოდი - კბილების ამოსვლა, ზრდის დღეები ან ძილის რეგრესი. ის მშვიდდება ძუძუს მეშვეობით.

დედის რძე ასევე ეხმარება ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს. ის მათ იცავს ისეთი გართულებისგან, როგორიცაა - სეპსისი. ნაადრევად დაბადებული ბავშვები, რომლებიც დედის რძით იკვებებიან, უფრო ადრე იწერებიან სავაადმყოფოდან.

ბავშვებს, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან, უფრო კარგად სძინავთ. მათი ძილი მშვიდია და ჩაძინების პროცესიც უფრო მარტივია, რადგან ძუძუს წოვის დროს გამოიყოფა ოქიტოცინი, რომელიც ადუნებს ბავშვს და ეხმარება ადვილად ჩაძინებაში.

ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, რომ უფრო მაღალი IQ აქვთ იმ მოზარდებს, ვინც ბავშვობაში ძუძუთი იკვებებოდა. ლაქტაციას დიდი მნიშვნელობა უკავია თავის ტვინის განვითარებაში.

ძუძუთი კვება სასარგებლოა არამარტო პირველი 6 თვე, რაც უფრო დიდი ხანი მიდის ეს პროცესი, მით უკეთესია ბავშვისთვის. ის აყალიბებს ემოციურ კავშირს ბავშვსა და დედას შორის.

კვლევების მიხედვით, ძუძუს ბავშვები უფრო იშვიათად ავადდებიან ლეიკემიით, ლიმფომით. ასევე ძუძუთი კვება ამცირებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს. ამიტომ ძუძუთი კვება ყოველთვის სასარგებლოა, რამდენი ხანიც არ უნდა აჭამოთ თქვენს ბავშვს.

წაიკითხეთ სრულად