Baby Bag

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნა.

პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. რესურსი მოიცავს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ სავარჯიშოებს, განმარტებით ვიდეოებსა და ჩეთბოტს.

მასწავლებლის სტატუსის მქონე მომხმარებელს სისტემა საშუალებას აძლევს, ელექტრონული ფოსტით მოიწვიოს მოსწავლეები და გააერთიანოს კლასებად.

საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს.

რესურსი იხილეთ ბმულზე - ქართული ენის გრამატიკა

შეიძლება დაინტერესდეთ

რა უნდა გაკეთდეს დისტანციური სწავლების გაუმჯობესებისთვის? - დღეს ამ თემაზე მასწავლებლებისთვის დისკუსია გაიმართება

რა უნდა გაკეთდეს დისტანციური სწავლების გაუმჯობესებისთვის? - დღეს ამ თემაზე მასწავლებლებისთვის დისკუსია გაიმართება

რა უნდა გაკეთდეს დისტანციური სწავლების გაუმჯობესებისთვის? ამ თემაზე დღეს, 15 მაისს 17:00 საათზე ​მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გვერდზე დისკუსია გაიმართება. 

დისკუსიას ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი წარუძღვება. ხოლო მონაწილეები იქნებიან:
  • გიორგი ჭანტურია - განათლების კოალიციის დირექტორი
  • მანანა რატიანი - მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
  • რევაზ აფხაზავა - განათლების კოალიციის პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცერი
  • ხათუნა გოგალაძე - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი

ფეისბუქ ლაივის მაყურებლებს შეეძლებათ კითხვების დასმა ონლაინ რეჟიმში.
წაიკითხეთ სრულად