Baby Bag

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნა.

პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. რესურსი მოიცავს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ სავარჯიშოებს, განმარტებით ვიდეოებსა და ჩეთბოტს.

მასწავლებლის სტატუსის მქონე მომხმარებელს სისტემა საშუალებას აძლევს, ელექტრონული ფოსტით მოიწვიოს მოსწავლეები და გააერთიანოს კლასებად.

საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს.

რესურსი იხილეთ ბმულზე - ქართული ენის გრამატიკა

შეიძლება დაინტერესდეთ

52 პედაგოგს მედიკამენტებისთვის 50-ლარიანი ვაუჩერები გადაეცა

52 პედაგოგს მედიკამენტებისთვის 50-ლარიანი ვაუჩერები გადაეცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, იმ პენსიონერ პედაგოგებს, რომლებმაც პროფესია ადრე დატოვეს და ვერ ისარგებლეს სახელმწიფო ჯილდოთი, ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გორის მუნიციპალიტეტში კონფლიქტის ზონის 20 სკოლის 52 პედაგოგს მედიკამენტებისთვის 50 ლარიანი ვაუჩერები გადასცა.

როგორც ცენტრში აცხადებენ, მომავალშიც გეგმავენ მსგავსი აქტივობების განხორციელებას.

წაიკითხეთ სრულად