Baby Bag

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნა.

პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. რესურსი მოიცავს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ სავარჯიშოებს, განმარტებით ვიდეოებსა და ჩეთბოტს.

მასწავლებლის სტატუსის მქონე მომხმარებელს სისტემა საშუალებას აძლევს, ელექტრონული ფოსტით მოიწვიოს მოსწავლეები და გააერთიანოს კლასებად.

საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს.

რესურსი იხილეთ ბმულზე - ქართული ენის გრამატიკა

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა მოვიქცეთ უნარების შედეგების სანახავად

როგორ უნდა მოვიქცეთ უნარების შედეგების სანახავად

თემის აქტუალობიდან და მასწავლებლების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც ​Moms.ge-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან მიიღო. 

„პროფესიული უნარების ტესტირების შედეგების დამუშავების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შედეგები კვირის ბოლოს გამოქვეყნდება,“ - განაცხადეს ნაეკში.

მასწავლებლებს პროფესიული უნარების შედეგების ნახვა შეეძლებათ ბმუ​ლზე.

სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების შემდეგ დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, მათგან - 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი.



წაიკითხეთ სრულად