Baby Bag

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნა.

პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. რესურსი მოიცავს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ სავარჯიშოებს, განმარტებით ვიდეოებსა და ჩეთბოტს.

მასწავლებლის სტატუსის მქონე მომხმარებელს სისტემა საშუალებას აძლევს, ელექტრონული ფოსტით მოიწვიოს მოსწავლეები და გააერთიანოს კლასებად.

საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს.

რესურსი იხილეთ ბმულზე - ქართული ენის გრამატიკა

შეიძლება დაინტერესდეთ

პროფესიული უნარების საცდელი ტესტირების შედეგები გამოქვეყნდა

პროფესიული უნარების საცდელი ტესტირების შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის ოქტომბერში ჩატარებული პროფესიული უნარების საცდელი ტესტირების შედეგებს აქვეყნებს.

იხილეთ ​შედეგები

შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება.

იხილეთ ასევე:

​საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის მაქსიმალური ქულის პროცენტული დაანგარიშება შეიცვალა

წაიკითხეთ სრულად