Baby Bag

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნა.

პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. რესურსი მოიცავს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ სავარჯიშოებს, განმარტებით ვიდეოებსა და ჩეთბოტს.

მასწავლებლის სტატუსის მქონე მომხმარებელს სისტემა საშუალებას აძლევს, ელექტრონული ფოსტით მოიწვიოს მოსწავლეები და გააერთიანოს კლასებად.

საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს.

რესურსი იხილეთ ბმულზე - ქართული ენის გრამატიკა

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა

ელექტრონული ბიბლიოთეკა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პროექტია, რომელიც 2011 წელს ჩამოყალიბდა. მასში თავმოყრილია განათლების სისტემაში არსებული სხვადასხვა სახელმძღვანელოს, სასწავლო კურსის, პუბლიკაციისა და ჟურნალის ელექტრონული ვერსიები.

სამინისტროს ინფორმაციით, მასალა პერიოდულად განახლებადია და ერთნაირად საინტერესო და სასარგებლოა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის.

​განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
წაიკითხეთ სრულად