Baby Bag

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნა.

პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. რესურსი მოიცავს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ სავარჯიშოებს, განმარტებით ვიდეოებსა და ჩეთბოტს.

მასწავლებლის სტატუსის მქონე მომხმარებელს სისტემა საშუალებას აძლევს, ელექტრონული ფოსტით მოიწვიოს მოსწავლეები და გააერთიანოს კლასებად.

საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს.

რესურსი იხილეთ ბმულზე - ქართული ენის გრამატიკა

შეიძლება დაინტერესდეთ

​გთავაზობთ სამოდელო გაკვეთილის გეგმისა და რეფლექსიის ნიმუშს

​გთავაზობთ სამოდელო გაკვეთილის გეგმისა და რეფლექსიის ნიმუშს

​გთავაზობთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მანანა მგელაძის სამოდელო გაკვეთილის გეგმასა და რეფლექსიას. 

სამოდელო გაკვეთილის გეგმა იხილეთ ბმულზე - „კ​ეთილი იყოს თქვენი მობრძანება რეზო ინანიშვილის სამყაროში“

გაკვეთილის რეფლექსია იხილეთ ბმულზე -​ ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია 

იხილეთ ასევე:

წაიკითხეთ სრულად