Baby Bag

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნა.

პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. რესურსი მოიცავს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ სავარჯიშოებს, განმარტებით ვიდეოებსა და ჩეთბოტს.

მასწავლებლის სტატუსის მქონე მომხმარებელს სისტემა საშუალებას აძლევს, ელექტრონული ფოსტით მოიწვიოს მოსწავლეები და გააერთიანოს კლასებად.

საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს.

რესურსი იხილეთ ბმულზე - ქართული ენის გრამატიკა

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ იყენებენ ქართველი მასწავლებლები მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომებს

როგორ იყენებენ ქართველი მასწავლებლები მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომებს

როგორ იყენებენ ქართველი მასწავლებლები მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებების (STEM) საგნების გაკვეთილებზე. 

საქართველოს მასშტაბით, საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები ლექციური ტიპის და დაზეპირებაზე დაფუძნებული გაკვეთილებიდან გადადიან მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების გამოყენებაზე. დადასტურებულია, რომ ამ მიდგომების გამოყენება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა მიერ სამეცნიერო კონცეფციების შესწავლას და ამასთანავე, მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას, რაც მომავალში მიმზიდველი იქნება დამსაქმებლებისთვისაც.


წაიკითხეთ სრულად