აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ჰუმანური პედაგოგიკის ქრისტიანული საფუძვლების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კლასიკური პედაგოგიკა მთლიანად ქრისტიანობას ეფუძნება:
„ჰუმანური პედაგოგიკა ქრისტიანობიდან გამოდის. კლასიკური პედაგოგიკა მთლიანად ქრისტიანობას ეყრდნობა. ქრისტიანობაში არის თავისი მცნებები და დებულებები: „გიყვარდეს მოყვასი შენი.“ თუ მასწავლებელს უყვარს მოყვასი თვისი, ყველა ბავშვი მოყვასია. ის ცელქიც, ის მოუსვენარიც, ის, დავალება რომ არ შეასრულა, გაკვეთილი რომ ჩაუშალა, ყველა მოყვასია."
„თუ მასწავლებელს რწმენა არ აქვს, ღვთის რწმენა, ან რაღაც კეთილის რწმენა (მაგრამ ღვთისა ყველაზე მთავარია), თუ რწმენა არ აქვს და იქიდან არ გამოაქვს მეთოდები და პრინციპები, მას ყოველთვის შეეშლება ბავშვთან ურთიერთობაში და გადავა ძალაობაზე. ახლაც ხდება ასეთები,“ - აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„სიკეთე იწყება შენით!“ - საბავშვო ბაღ ,,ლარდის” კიდევ ერთი საქველმოქმედო ტრადიცია
საბავშვო ბაღი ,,ლარდი” იწყებს კიდევ ერთ საქველმოქმედო ტრადიციას, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად, აღსაზრდელებთან, პარტნიორ კომპანიებთან და სხვა მონაწილეობის მსურველებთან ერთად, ეხმარებიან მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და სხვა საჭიროების მქონე ჯგუფებს/ოჯახებს.
ღონისძიებაში მონაწილეობა შეზღუდული არ არის.
საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
• შეაგროვოთ ნივთები 0-21 წლის ასაკის ბენეფიციარებისთვის, მ.შ. ტანსაცმელი, სათამაშოები, ჰიგიენისა და მოვლის საშუალებები, საკვები (მშრალი/არამალფუჭებადი) • ტანსაცმელი/ფეხსაცმელი უნდა იყოს ახალი • ნივთები უნდა იყოს სუფთა და არ უნდა იყოს დაზიანებული
• შეგროვებული ნივთების მოწოდება შესაძლებელია საბავშვო ბაღში “ლარდი” 13-დან 23 დეკემბრის ჩათვლით
საქველმოქმედო ღონისძიების მიზანია ბავშვებში ზრუნვის, ემპათიის და საკუთარი ნივთების გაზიარების სიყვარულის გაღვივება.
გააზიარე სიკეთე, გაავრცელე სიყვარული და გახადე სამყარო უკეთესი!