Baby Bag

რამდენ ხანს გაგრძელდება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები?

რამდენ ხანს გაგრძელდება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები?

ხვალიდან სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან 15 მარტამდე პერიოდითაა განსაზღვრული. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე არდადეგების კუთხით არაფერი შეცვლილა და სკოლები ჩვეულებრივ 1 კვირა დაისვენებენ.

საგაზაფხულო არდადეგები სამინისტრომ 2017 წელს შემოიღო. მანამდე, მხოლოდ ზამთრისა და საზაფხულო არდადეგები არსებობდა.

წლის განმავლობაში სკოლებში არდადეგები შემდეგნაირად ნაწილდება:

ზამთრის არდადეგები – 30 დეკემბერიდან – 15 იანვარამდე გრძელდება;

საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტიდან 15 მარტამდე გრძელდება;

ზაფხულის არდადეგები – 15 ივნისიდან – 15 სექტემბერამდე გრძელდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

ვინ არის მაძიებელი და რა კვალიფიკაცია მოეთხოვება მას

ვინ არის მაძიებელი და რა კვალიფიკაცია მოეთხოვება მას

მაძიებელი არის პირი, რომელიც მასწავლებლისთვის განკუთვნილი მოთხოვნებიდან ვერც ერთს ვერ აკმაყოფილებს:

კერძოდ, 

1. პირი, რომელსაც აქვს სქემით მინიჭებული ნებისმიერი სტატუსი (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი, მენტორი);

2. სერტიფიცირებული მასწავლებელი;

3. პირი, რომელსაც დიპლომით უდასტურდება, რომ აქვს მასწავლებლობის უფლება და ამავე დროს ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა;

4. პირი, რომელსაც აქვს დოქტორის/დოქტორთან გათანაბრებული ხარისხი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ რომელიმე საგანში ან საგნობრივ ჯგუფში;

5. პირი, რომლესაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა და გავლილი აქვს 60 კრედიტიანი ან სხვა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

რა კვალიფიკაცია მოეთხოვება მაძიებელს - იხილეთ მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილის პასუხი ​ბმულზე

მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით ნახეთ​ ბმული. 


წაიკითხეთ სრულად