Baby Bag

რამდენ ხანს გაგრძელდება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები?

რამდენ ხანს გაგრძელდება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები?

ხვალიდან სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან 15 მარტამდე პერიოდითაა განსაზღვრული. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე არდადეგების კუთხით არაფერი შეცვლილა და სკოლები ჩვეულებრივ 1 კვირა დაისვენებენ.

საგაზაფხულო არდადეგები სამინისტრომ 2017 წელს შემოიღო. მანამდე, მხოლოდ ზამთრისა და საზაფხულო არდადეგები არსებობდა.

წლის განმავლობაში სკოლებში არდადეგები შემდეგნაირად ნაწილდება:

ზამთრის არდადეგები – 30 დეკემბერიდან – 15 იანვარამდე გრძელდება;

საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტიდან 15 მარტამდე გრძელდება;

ზაფხულის არდადეგები – 15 ივნისიდან – 15 სექტემბერამდე გრძელდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

ბერიკა შუკაკიძემ 9 სპეცმასწავლებელს სერტიფიკატები გადასცა

ბერიკა შუკაკიძემ 9 სპეცმასწავლებელს სერტიფიკატები გადასცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ტრენინგის მონაწილე სპეცმასწავლებლები დაჯილდოვდნენ. 9 სპეცმასწავლებელს ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ სერტიფიკატები გადასცა.

2017-2018 წლებში მასწავლებლებმა უსინათლო და მცირემხედველთა მობილობა-ორიენტაციაში 50 საათიანი სასერტიფიკატო და პრაქტიკული კურსები გაიარეს, რაც მათ საშუალებას აძლევს იმუშაონ როგორც უსინათლოთა საჭიროების მიმართულებით სკოლებში, ასევე ზრდასრულ უსინათლოებთან მათი დამოუკიდებლად ცხოვრებისა და გადაადგილების გაზრდის მიზნით.

არასამთავრობო ორგანიზაციამ "მარიანი" სპეცმასწავლებლებს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები და სხვა საჩუქრები გადასცა. 

წაიკითხეთ სრულად