Baby Bag

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლების მასშტაბურ გამწვანებას იწყებს

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლების მასშტაბურ გამწვანებას იწყებს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების მასშტაბურ გამწვანებას იწყებს.

პროექტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 117-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ხეების დარგვის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

უახლოეს მომავალში თბილისისა და რუსთავის 160-მდე სკოლაში 5500 ხეხილის ნერგი დაირგვება.

„პატრიარქის ინიციატივით, დავიწყეთ მასშტაბური და მნიშვნელოვანი სკოლების გამწვანების პროექტი, რომლის პირველ ეტაპზე თბილისისა და რუსთავის 160-მდე სკოლას გავამწვანებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა გამწვანებულ გარემოში გაატარონ თავისუფალი დრო. ეს აქცია გაგრძელდება და იმედი მაქვს ყველა მოსწავლე ჩაერთვება და მიიღებს მონაწილეობას ხეების მოვლა-პატრონობაში“ - განაცხადა მინისტრმა.

გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს სოფლის მეირნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხეხილის ნერგები გადასცა. აღნიშნული ნერგებით, პროექტის პირველ ეტაპზე თბილისსა და რუსთავში მდებარე საჯარო სკოლების ეზოები გამწვანდება.

სამინისტროს ინიციატივით, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში გამწვანების აქციები მომავალშიც გაიმართება.

შეიძლება დაინტერესდეთ

​მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

​მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს:


​ცენტრის ცნობით, ტესტის სწორი პასუხები და შეფასების სქემა გამოქვეყნდება შედეგებთან ერთად. 

წაიკითხეთ სრულად